რუმინეთის შს მინისტრი 15 წლის გოგონას მკვლელობის გამო, პოსტზე დანიშვნიდან 6 დღის შემდეგ გადადგა

საქართველო, თბილისი - 17:22 | 30.07.2019
ნანახია: 1006

რუმინეთის შს მინისტრი ნიკოლაი მოგა დანიშვნიდან ექვსი დღის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მოგას მინისტრად დანიშვნის ბრძანებას ხელი 24 ივლისს მოაწერა.

 „პრემიერ მინისტრ ვიორიკა დანჩილესთან შეხვედრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება შს მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ სამინისტროს პრესტიჟი შემენარჩუნებინა, რომელიც თანამშრომლების ქმედების შედეგად დაზიანდა, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ან დაისაჯონ“, - განუცხადა მოგამ ჟურნალისტებს.

ნიკოლაი მოგას განცხადებით, მისი გადაწყვეტილება ქალაქ კარაკალში 15 წლის გოგონას მკვლელობას უკავშირდება. გამოძიების ცნობით, ალექსანდრა მეჩეშანუმ 112-ზე დახმარების თხოვნით სამჯერ დარეკა. ის ამბობდა, რომ უცნობმა მამაკაცმა გაიტაცა და გააუპატიურა. გოგონა მხოლოდ 19 საათის შემდეგ იპოვეს. იმ მომენტისთვის ის უკვე მკვდარი იყო. სავარაუდო დამნაშავე დააკავეს, ის შესაძლოა, კიდევ ერთი გოგონას მკვლელობასთან იყოს კავშირში.

 „ამ ექვსი დღის განმავლობაში, როდესაც მე შს სამინისტროს ვხელმძღვანელობდი, გამოყენებული იყო ყველანაირი ძალისხმევა, კარაკალში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავის დასაკავებლად. გამოძიება გრძელდება. მჯერა, სამინისტროს ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლების, რომლებიც ბოლომდე მიიყვანენ იმ საქმეს, რომელიც ერთად დავიწყეთ“, - განაცხადა მოგამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე