ირინა შეიკს ჯასტინ ტერუსთან რომანი აქვს

საქართველო, თბილისი - 16:40 | 30.07.2019
ნანახია: 1291

სუპერმოდელი ირინა შეიკი ბრედლი კუპერთან განშორებას მხოლოდ მცირე ხნით დარდობდა. ახლა მას ახალი რომანი აქვს. გამოცემა Gossip Cop-ის ცნობით, 33 წლის მოდელის რჩეული ჰოლივუდის 47 წლის მსახიობი ჯასტინ ტერუა. მსახიობი ჯენიფერ ენისტონის ყოფილი ქმარია.

 „როდესაც ირინა ჯასტინს ხედავს, მის მუცელში პეპლები დაფრინავენ. ასეთი გრძნობა მას დიდი ხანია არ განუცდია“, - განუცხადა გამოცემას წაყრომ. თუმცა არც ირინას და არც ჯასტინს თავიანთ რომანზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ირინა შეიკი და ჯასტინ ტერუ ერთად რამდენჯერმე ვახშაზე შენიშნეს, ისინი სრულიად ბედნიერად გამოიყურებოდნენ. „ირინა მაშინვე მიხვდა, რომ მათ შორის ნაპერწკლი და უხილავი კავშირი არსებობდა. ჯასტინთან ერთად ის თავს კარგად გრძნობს“, - ამბობს ინსაიდერი.

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ცოტა ხნის წინ გაშორდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრედლიმ ირინა მომღერალ ლედი გაგას გამო მიატოვა. 

 

ჯასტინ ტერუ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე