„ნანუკას შოუ“ იხურება

საქართველო, თბილისი - 16:08 | 30.07.2019
ნანახია: 1300

სექტემბრიდან “ნანუკას შოუ” დაიხურება. ამის შესახებ ტელეწამყვანმა „ფორტუნას“ განუცხადა.  ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი სეზონიდან მაყურებელს სხვა გადაცემას შესთავაზებს.

როგორც მან განაცხადა, “ნანუკას შოუმ” საკუთარი თავი ამოწურა და ახლა დროა, რომ ის შეიცვალოს.

ტელეწამყვანმა ხაზი გაუსვა, რომ გადაცემა არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური არ იქნება. მისი თქმით, არხზე ორი პოლიტიკური თოქ-შოუა და ეს საკმარისია.

რაც შეეხება ახალ ფორმატს, ის სოციალური თოქ-შოუ იქნება, თუმცა როგორც ტელეწამყვანმა გვითხრა, სახელი ჯერ მოფიქრებული არ არის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე