დავით გარეჯში გზა სასულიერო პირებისთვისაც დაიკეტა

საქართველო, თბილისი - 15:33 | 30.07.2019
ნანახია: 842

გარეჯში აღარავის უშვებენ, სალოცავებამდე მისასვლელი გზა მომლოცველებისა და ტურისტების გარდა, ამჯერად სასულიერო პირებისთვისაც დაიხურა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მონასტრის ტერიტორიაზე გაიზარდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა. ახლა აღდგომის ტაძრის ძირში სამჯერ უფრო მეტი სამხედრო კარავია გაშლილი, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო.

შესაბამისი ფოტოები მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა გაავრცელეს, სადაც ჩანს აზერბაჯანის მხრიდან გაზრდილი სამხედრო აქტივობა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე