თბილისის ზოოპარკში ორი პატარა ნიამორი დაიბადა

საქართველო, თბილისი - 14:29 | 30.07.2019
ნანახია: 998

თბილისის ზოოპარკში ორი პატარა ნიამორი დაიბადა. ამის შესახებ  ზოოპარკის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.

„ესეც ჩვენი მორიგი ახალშობილი!

თან მხოლოდ ერთი კი არაა, მეორეცაა. ზუსტად ასეთი. დიახ, დიახ, ორი კოპწია და ლამაზი ნიამორი გაგვიჩნდა.

რას აკეთებენ? დაახლოებით იგივეს, რასაც ეზოში გამოჟივჟივებული ბავშვები - დარბიან, დაძვრებიან კლდეებზე, თამაშობენ, ძიძგილაობენ და მეზობელ დარბაისელ ირმებს თავბრუს ახვევენ.

მერე, ამდენ ბავშვს შენახვა ხომ უნდა? რომ იციან-ხოლმე, ისე არ თქვათ ახლა - შენახვის თავი თუ არ ჰქონდათ, რაღას აჩენინებდნენო. დიახ, წელებზე ფეხს ვიდგამთ და ვამრავლებთ, რადგან ნიამორის კონსერვაციის პროგრამას ვახორციელებთ. ვამრავლებთ, რომ მოგვიანებით ბუნებაში დავაბრუნოთ და სახეობა გადაშენებას გადავარჩინოთ.

ასე რომ, თუ ნიამორების მრავალშვილიანი ოჯახის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, არ მოგერიდოთ და შემოწირულობისთვის ამ ვებგვერდს ესტუმრეთ:

www.zoo.ge/donateforwildlifeconservation




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე