რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი წლის ბოლოს 34 მილიონიდან 174 მილიონამდე იზრდება

საქართველო, თბილისი - 12:44 | 21.12.2015
ნანახია: 1492

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი წლის ბოლოს 34 მილიონიდან 174 მილიონამდე იზრდება, რომელიც, წესით, 3 კვირაში უნდა დაიხარჯოს, რადგან საუბარია 2015 წლის დაფინანსებაზე.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის განკარგულებით იქნა მიღეებული.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ რეგიონებში 2015 წელს განსახორციელებელი პორექტების ფონდისთვის   წლის დასაწყისში დამტკიცებული 34 475 1 15 ლარი 174 404 122 ლარამდე გაიზარდოს.

ამასთან, მთავრობის განკარგულებაში ნათქვამია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის იანვარში დამტკიცებული 13 341 ლარი 1 330 169 ლარამდე გაიზარდოს. ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტს, რომლისთვისაც თანხა საერთოდ არ იყო გათავლისიწნებული 1 545 177 გამოეყოს.

ხოლო დანარჩენი, დაახლოებით, 168 მილიონი ლარი რომელ მუნიციპალიტეტებში, რა პროექტებზე და რა ოდენობით დაიხარჯება, უცნობია, ვინაიდან მთავრობის განკარგულებაში მხოლოდ თეთრიწყაროს და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დასახარჯი თანხაა განსაზღვრული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე