ეს ხელისუფლება უკვე სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის – ბაჩუკი ქარდავა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 30.07.2019
ნანახია: 1093

დიქტატურას პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა ან შიდაპატიმრობა ახასიათებს, ამ ხელისუფლებას დავასრულებთ, რადგან ის უკვე სახიფათოა არა პოლიტიკოსებისთვის და ცალკეული მოქალაქეებისთვის, არამედ სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ბაცუკი ქარდავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დამყარებული დიქტატურა პაროდიულად გამოიყურება, რადგან ხელიუფლებაში ყოფნისთვის ძალიან მცირე დრო აქვს დარჩენილი.

„ეს დიქტატურა ცოტა პაროდიულად გამოიყურება, რადგან ძალიან მცირე დრო აქვს ხელისუფლებაში ყოფნის. ბრძოლა ამ შემთხვევაში მძიმე და კონსოლიდირებული იქნება. დიქტატურას პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა ან შიდაპატიმრობა ახასიათებს. 18 სინდისის პატიმარი გვყავს. ბრძოლა და აქტივობები არც აგვისტოში განელდება. მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთობლივი ბრძოლა იქნება სამოქალქო სექტორთან ერთად. ჩვენ ამ ხელისუფლებას დავასრულებთ, რადგან ის უკვე სახიფათოა არა პოლიტიკოსებისთვის და ცალკეული მოქალაქეებისთვის, არამედ სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე