ოქრუაშვილი არ არის საინტერესო ფიგურა, რომ დავდგე და კომენტარები გავაკეთო - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:00 | 30.07.2019
ნანახია: 1179

ირაკლი ოქრუაშვილი არ არის საინტერესო ფიგურა,  რომ მე დავდგე და კომენტარები გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ  თბილისის მერმა, კახა კალაძემ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს  განუცხადა.

„ზოგადად, არ არის ირაკლი ოქრუაშვილი საინტერესო ფიგურა, რომ მე დავდგე და კომენტარები გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ კადრები 20 ივნისის შევარდნასთან დაკავშირებით და შესაბამისი უწყებები მოქმედებენ ისე, რომ ყველამ გასცეს ჩადენილ დანაშაულს პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დანასაული არავის უნდა ეპატიოს, არც პოლიტიკოსებს და არც რიგით მოქალაქეებს.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება, გადატრიალება, სისხლისღვრა, მოწოდებები, რასაც 20-21 ივნისს ვისმენდით უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან. ისინი იქ გულწრფელად მისულ ადამიანებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა და ეს კანონის წინაშე არავის უნდა ეპატიოს – პოლიტიკოსი იქნება თუ რიგითი მოქალაქე. ეს არის ძალიან ცუდი, მძიმეა, რაც ვნახეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე