რაც ხდება, ამოუხსნელი ნაძირლობაა - მალხაზ მაჩალიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:49 | 30.07.2019
ნანახია: 916

როცა ადამიანში ხედავენ ვაჟკაცობას, ხელისუფლებას ეშინია. რაც ხდება, ამოუხსნელი ნაძირლობაა, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ძმისშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მაჩალიკაშვილის თქმით, მისი ძმისშვილის დაკავებამდე ხელისუფლებას უთქვამს თუ კარავი გაიშლება მორისს დაიჭერდნენ.

„როცა ადამიანში ხედავენ ვაჟკაცობას, ხელისუფლებას ეშინია. რაც ხდება, ამოუხსნელი ნაძირლობაა. გამოკეტეს ოქრუაშვილი, რადგან მასში სიმართლესა და სამართალს ხედავენ. არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია 20 ივნისის ღამეს აქციაზე. მორის მაჩალიკაშვილის დაკავება ნიშნავს, რომ ჩამოაშორონ ბიძას და რაღაცით მევაჭრონ. მისი ბიძისთვის დაურეკავთ ხეობაში, მორისის დაკავებამდე და უთქვამთ, კარავი თუ გაიშლება, ჰუსეინს (მორისს) დავიჭერთო. ეს სისტემა უნდა დაინგრეს, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ყველა პატიმარი უნდა იყოს გათავისუფლებული, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე