ავღანეთში აფეთქებას სამი ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:38 | 30.07.2019
ნანახია: 743

სულ მცირე სამი ბავშვი დაიღუპა ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავდა კიდევ 23 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყანდაღარის პროვინციაში მოტოციკლზე დამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქება ხალხმრავალ ადგილზე მოხდა.

დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე