გერმანიაში მამაკაცმა 8 წლის ბავშვს ხელი ჰკრა და ჩქაროსნული მატარებლის რელსებზე გადააგდო

საქართველო, თბილისი - 11:43 | 30.07.2019
ნანახია: 695

გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში მამაკაცმა 8 წლის ბიჭსა და მის დედას ხელი ჰკრა და ჩქაროსნული მატარებლის რელსებზე გადააგდო. შედეგად ბავშვი დაიღუპა, დედა კი მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოშია მოთავსებული.

პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. თვითმხილველები გამოკითხვისას აცხადებენ, რომ მამაკაცმა ბავშვს და მის დედას ხელი ჰკრა და გაიქცა. პოლიციის მოსვლამდე, ეჭვმიტანილი სადგურში შემთხვევის მოწმე მოქალაქეებმა შეაკავეს.

თვითმხილველების განცხადებით, ეჭვმიტანილმა მესამე ადამიანის რელსებზე ჩაგდებაც სცადა, თუმცა ვერ მოახერხა.

პოლიციის განცხადებით ბავშვის დედამ მოასწრო და მატარებელს გაეცალა, თუმცა 8 წლის ბავშვმა ეს ვერ მოახერხა.

მომხდართან დაკავშირებით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შვებულება გაწყვიტა და სამსახურში დაბრუნდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, მას სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან ჰქონდა შეხვედრა.

შს მინისტრის განცხადებით თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა შემთხვევა ძალიან ჰგავს 10 დღის წინ მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც გერმანიის ქალაქ ვოერდეში 34 წლის ქალი მატარებლის რელსებზე ჩააგდეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე