ტრამპი ავღანეთიდან ჯარების გაყვანას 2020 წლის არჩევნებამდე გეგმავს

საქართველო, თბილისი - 11:28 | 30.07.2019
ნანახია: 674

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთიდან ჯარების გაყვანას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აპირებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

 „ეს არის მითითება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისგან მივიღე, მან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია - დაასრულეთ ომი, გაიყვანეთ ჯარები, შეამცირეთ კონტინგენტი“, - აღნიშნა პომპეომ.

მანამდე The Wall Street Journal-ი წერდა, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა რადიკალურ დაჯგუფება “თალიბანთან“ კონსულტაციების დროს დააყენეს საკითხი ორნახევარი წლის განმავლობაში ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანის შესახებ.

ივლისის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედროების რაოდენობას შეამცირებენ, თუმცა დაზვერვის ქვედანაყოფებს დატოვებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე