ბრაზილიის ციხეში ამბოხს 57 მსჯავრდებული ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 30.07.2019
ნანახია: 842

ბრაზილიის ქალაქ ალტამირას ციხეში მსჯავრდებულებმა ამბოხი მოაწყვეს. დაღუპულია 57 ადამიანი. ბრაზილიის ხელისუფლებამ ალტამირაში სამხედრო ქვედანაყოფები და პოლიცილიის სპეცრაზმი გადაისროლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ციხეში უწესრიგობები კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტის შედეგად დაიწყო. მსჯავრდებულები ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდნენ, 16 ადამიანს თავი მოკვეთეს, დანარჩენები ციხეში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ. ამბოხებულებმა ტყვედ ორი ზედამზხედველიც აიყვანეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ამ მომენტისთვის ხელისუფლებამ ციხეში წესრიგის აღდგენა მოახერხა. ჩამქრალია ხანძარიც. დაჭრილებს სამედიცინო დახმარებას უწვენ, ამბოხებულებს, სავარაუდოდ, სხვა ციხეებში გადაიყვანენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე