პაკისტანში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:37 | 30.07.2019
ნანახია: 620

პაკისტანში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა კიდევ 16 ადამიანი. დაღუპულთა შორის ორი პილოტი და ეკიპაჟის სამი წევრია. გარდაცვლილთა შორის ასევე არიან ადგილობრივი მცხოვრებლები.

პაკისტანის სამხედო ავიაციის კუთვნილი თვითმფრინავი ქალაქ რავალპინდში ჩამოვარდა, ის სასწავლო ფრენას ასრულებდა. კატასტროფის შედეგად საჰაერო ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა.  ცეცხლი ახლოს მდებარე სახლებსაც მოედო. კატასტროფის მიზეზები უცნობია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე