თუშეთში, ხევში გადავარდნილ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ

საქართველო, თბილისი - 10:19 | 30.07.2019
ნანახია: 636

ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამძებრო-სამაშველო​ სამუშაოები დღეს, 06:00 საათიდან განახლდა. ახალგაზრდა მამაკაცის პოვნას მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

სამაშველო ოპერაციაში მყვინთავებიც ჩაერთვებიან, უკვე გამოირიცხა ვერსია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შესაძლოა, ხევში გადაჩეხილი ავტომობილის ქვეშ ყოფილიყო მოქცეული. სავარაუდოდ, მამაკაცი მდინარის დინებამ წაიღო.

გუშინ ხევში გადავარდნილი მანქანა სპეციალური ტექნიკით დაშალეს და წყლის კალაპოტიდან ისე ამოიტანეს​.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სატვირთო მანქანა დიდი სიმაღლიდან 27 ივლისს გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა. მათგან სამს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ამ დროისთვის მაშველებმა ექვსი ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე