სირიაში ავიადარტყმებს 60 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 23.07.2019
ნანახია: 812

სირიაში, იდლიბის პროვინციაში ავიადარტყმების შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. ინფორმაციას ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის კომიტეტი ავრცელებს.

 „სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი ქალი, ბავშვი და მამაკაცი დაშავდა, უმეტესად მძიმედ, მას შემდეგ რაც რამდენიმე ავიაიერიში განხორციელდა დღეს (22 ივლისს)  სამხრეთ იდლიბის რამდენიმე რაიონში. ამ დილით ყველაზე საშინელი იერიში განხორციელდა პოპულარულ საზოგაოიებრივ ბაზარზე - მარეეთ-ან მუმანში, რომელმაც სულ მცირე 39 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის რვა ქალი და ხუთი ბავშვი. ეს მონაცემები, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ცეხდერებს ისევ პოულობენ“, - ნათქვამია სირიის საკითხებში რეგიონალური ჰუმანიტარული კოორდინატოროს მოადგილის მარკ კატსის განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

გუშინ, 22 ივლისს იდლიბში ავაიდარტმები ასევე განხორციელდა სარაქების ბაზარზე, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორია ერთი ქალი და ოთხი ბავშვი. ამის გარდა ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს ალეპოს, რის შედეგადაც შვიდი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა.

როგორც დასავლური მედია ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტებისა“ და სირიის ადამიანის უფლებთა დაცვის ცენტრზე დაყრდნობით წერს, მარეეთ-ან-ნუმანის ბაზარზე ავიაიერიში რუსლმა შეირაღებულმა ძალებმა მიიტანა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე