სანქტ-პეტერბურგში ლგბტქ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს

საქართველო, თბილისი - 11:05 | 23.07.2019
ნანახია: 897

რუსი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ სანქტ-პეტერბურგში მრავლობითი ჭრილობებით მოკლული იპოვეს ცნობილი ლგბტქ აქტივისტი ელენა გრიგორიევა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 41 წლის ქალის ცხედარი კვირას აღმოჩინეს, თუმცა თავდაპირველად მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

რუსი აქტივისტებისა და დამოუკიდებელი მედიის ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი ცნობილი აქტივისტს ელენგა გრიგორიევას ეკუთვნის, რომელიც ხშირად იღებდა მონაწილეობას რუსეთში არაპოპულარული საკითხებისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციებში, ლგბტ უფლებებისა თუ უკრაინებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის.

აქტივისტი დინარ იდრისოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ გრიგორიევას მოკვლით ემუქრებოდნენ, მასზე ფიზიკურადაც იძალადეს, რაც პოლიციას შეატყობინეს, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა.

რუული მედია წერს, რომ მოკლულის ცხედარი შემთხვევითმა გამვლელმა საღამოს სახლთან ახლოს, ბუჩქებში იპოვა, კრიმინალისტების თქმით, ის 12 საათით ადრე იყო მოკლული. გრიგორიევას ცხედრს აღენიშნება დანით მიყენებული 8 ჭრილობა, დაზიანებული აქვს სახე, ყელზე და გაგუდვის კვალი ეტყობა.

პოლიციამ მკვლელობაშუ ბრალდებული 40 წლამდე მამაკაცი დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე