დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის ვინაობა ცნობილი დღეს გახდება

საქართველო, თბილისი - 10:45 | 23.07.2019
ნანახია: 771

კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ვინაობა ცნობილი დღეს გახდება.

ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პოსტისთვის იბრძვიან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ლონდონის ექს-მერი ბორის ჯონსონი, რომელიც მთელი წინსაარჩევნო კამპანიის დროს ლიდერობდა. ამიტომაც პოლიტოლოგები ფაქტობრივად ერთმნიშვნელოვნად წინასწარმეტყველებენ მის გამარჯვებას.

მოქმედი პრემიერი ახალ პრემიერს ხელისუფლებას ოთხშაბათს გადასცემს, ტერეზა მეისთვის პარლამენტის ბოლო სესიის შემდეგ. დედოფალი ელისაბედ მეორე მეის გადაგომას მიიღებს და ახალ პრემიერს მთავრობის ფორმირებას სთხოვს. საკვანძო პოსტებზე დანიშვნის შესახებ ცნობილი უკვე ოთხსაბათს საღამოს გახდება. ცნობილია, რომ 24 ივლისს თანამდებობეს დატოვებენ კანცლერი ფილიპ ჰამონდი და იუსტიციის მინისტრი დევიდ გოუკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე