ტრამპი ირანში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 17 ჯაშუშის დაკავების შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

საქართველო, თბილისი - 17:30 | 22.07.2019
ნანახია: 768

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჯაშუშების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე და პროპაგანდა უწოდა.

 „ინფორმაცია, რომ ირანმა დააკავა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჯაშუშები აბსოლუტური სიცრუეა. ეს არის უბრალოდ სიცრუე და პროპაგანდა (ისევე როგორც მათ ჩამოგდებულ დრონზე), რომელსაც რელიგიური რეჟიმი ავრცელებს, რომელიც ძალიან ცუდია და არ იცის როგორ მოიქცეს. ეკონომიკა მკვდარია და უფრო მეტი უარესობა ექნებათ“, - დაწერა მან მიკრობლოგ Twitter-ში.

დღეს ირანის სცეპსამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დააკავეს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 17 ჯაშუში. მედიის ცნობით, მათ განაჩენი უკვე გამოუტანეს, ზოგიერთ მათგანს სიკვდილით დასჯიან.

მედიისვე ინფორმაციით, დაკავებები ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე