51 წლის წინ ჩაძირული წყალქვეშა ხომალდი საფრანგეთში იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:58 | 22.07.2019
ნანახია: 763

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების საძიებო ჯგუფმა ტულონის სიახლოვეს 51 წლის წინ  ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირული წყალქვეშა ნავი Minerve იპოვა. ამის შესახებ უწყების ხელმძვანელი ფლორანს პარლი მიკრობლოგ Twitter-ში წერს.

 „ახლახან ვიპოვეთ Minerve. ეს შვებაა დაღუპულთა ნათესავებისთვის, რომლებიც ამ მომენტს დიდი ხანია ელოდნენ“, - წერს პარლი.

საზღვაო ხომალდი 1968 წელს დაიკარგა. მისი ძებნის ოპერაცია 2019 წლის ივლისის პირველ ნახევარში დაიწყო. ოპერაციის დროს გამოყენებული იყო სპეციალური წყალქვეშა აპარატი.

ჩაძირული სუბმარინის ბორტზე 52 მეზღვაური იმყოფებოდა. წყალქვეშა ნავი 1968 წლის 27 იანვარს ჩაიძირა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე