პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 13:09 | 22.07.2019
ნანახია: 771

სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად.

ხანძარი შაბათს ვილა-დი-რეის მუნიციპალიტეტში დაიწყო, შემდეგ კი მეზობელ მუნიციპალიტეტ მასანში გავრცელდა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ვითარება რთულია, რასაც უფრო ართულებს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი. ხანძრის ქრობის ოპერაციაში 800-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ხელისუფლება ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს, არ გამორიცხავენ, რომ ამის მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე