ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 22.07.2019
ნანახია: 654

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი  იუკია ამანო 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამანო თანამდებობის დატოვებას აპირებდა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს უნდა გაკეთებულიყო.

ამანო სააგენტოს 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის სააგენტოში იაპონიის ელჩი და მუდმივი წარმომადგენელი იყო.

დიპლომატი ასევე მუშაობდა გაეროში. 1972 წლიდან სხვადასხვა თანამდებობა ეკავა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე