ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 22.07.2019
ნანახია: 882

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში. დაიღუპა ერთი ადამიანი და სამი კი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ავარიის დროს სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა.  

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესით დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე