NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს "ქართულ ოცნებას" ხმას მისცემდა 16%, ენმ-ს 10%, "თავისუფალ დემოკრატებს" 7%

საქართველო, თბილისი - 11:31 | 21.12.2015
ნანახია: 1495

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 16% მისცემდა, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 10%. გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ჯერ არ იცის. კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 15%-მა. 7% კი აცხადებს, რომ ხმას "თავისუფალ დემოკრატებს" მისცემდა. 
ასევე კვლევის თანახმად, კითხვაზე - "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს მიიღებდით თუ არა მონაწილეობას", გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებდა. 
კითხვაზე, "ხვალ რომ არჩევნები იყოს რომელი პარტია გაიმარჯვებდა", გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება", 9% აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო 5% "თავისუფალ დემოკრატებს" ასახელებს. 
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კითხვაზე, რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 21% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, ხოლო 16% "ქართულ ოცნებას", 25-%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე