სასამართლომ მძიმედ დაარტყა ქვეყანაში დასავლურ ფასეულობებს და დასავლური ფლანგის პოზიციონირებას - ნიკა გვარამია
საქართველო, თბილისი - 11:06 | 22.07.2019 ნანახია: 660„ რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია facebook-ში წერს, რომ ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არსებითი შესწავლის გარეშე
„სამწუხაროდ, გვიწევს ფაქტების, სწორედ ფაქტების და არა კონსპირაციების, კონსტატაცია. სტრასბურგის გადაწყვეტილების ქვემოთ წარმოდგენილი ამ და ბევრი სხვა დეტალის გათვალისწინებით, ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ ევროსასამართლოს კონკრეტულმა სექციამ ჯერ გადაწყვეტილება მიიღო რ2ის საქმეზე, საქმის არსებითი შესწავლის გარეშე, და ამის შემდეგ, რომელიღაც სტაფერმა (სავარაუდოდ, ქართველმა) დაწერა სრულიად უსწორო და უსამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება, ფაქტიურად, გაპრავება.
მთელი გადაწყვეტილება პრაკტიკულად იუსტიციის სამინისტროს უსუსტესი და უმართებულო პოზიციის ამონაკრებია, სამაგიეროდ, ჩვენი მართებული და მკაფიო პოზიციის არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არაა არც განხილული და შესაბამისად არც შეფასებული. იგნორირებულია და განხილვა-შეფასების გარეშეა დატოვებული ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელთა გარეშე სწორი გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ყველა დასკვნა გაკეთებულია არა მხოლოდ მცდარად, არამედ სრულიად ზედაპირული დასაბუთებით, იმგვარად, რომ არათუ დარწმუნდები ან ვერ დარწმუნდები, უბრალოდ შინაარსის გამოტანა გიჭირს. "იმიტომ რომ იმიტომ" დასაბუთება შესაძლებელია აზერბაიჯანის სასამართლოში იყოს მისაღები, მაგრამ ევროსასამართლოსგან ეს სრულიად შოკისმომგვრელია.
და მთავარაი: შედეგი არის კონვენციით დაცული ინტერესის აბსოლუტურად საწინააღმდეგო, სამართლის, სამართლიანობის და უბრალო ადამიანური ლოგიკის თვალსაზრისითაც კი.
ყველამ იცის და საკუთარი თვალით ნახა ეს პროცესი რასაც წარმოადგენდა - და ევროსასამართლომ გვითხრა, რომ სახელმწიფოს ინტერესს და ჩართულობას ამ საქმეში ვერ ხედავს და ესაა დავა ორ სუბიექტს შორის. ამაზე ქოცებსაც კი გაეცინათ ალბათ.
ყველამ იცის და ფრაზებად წაიღო სამარცხვინო მოსამართლეების ქცევა, და ევროსასამართლომ გვითხრა, რომ ისინი მიკერძოებული არ იყვნენ და დედა მართლაც არ არის ოჯახის წევრი.
ყველამ იცის, რომ იქ არ იხილებოდა ქიბარ ხალვაშმა როდის რა ქნა, იხილებოდა ამჟამინდელი მფლობელების საკუთრების კანონიერება, რომლებიც ხალვაშთან კავშირში საერთოდ არ არიან. და სასამართლომ თქვა - მერე რა რომ მტკიცებულება არც ერთი არ არსებობს მათი მფლობელობის უკანონობისა, რ2 მაინც ხალვაშიაა და სამოთახიანი ნაქირავები ოფისიდან მას მიაკუთვნა უზარმაზარი კომპანია უზარმაზარი ქონებით. დიახ, მიაკუთვნა, იმიტომ რომ არც იმსჯელა, რამდენად სათანადოდ განიხილეს ქართულმა სასამართლოებმა მესაკუთრეები იყვნენ bona fide თუ არა (და ცხადია, იყვნენ) და ისე ჩათვალა, რომ ყველა ინსტანციამ ამაზე სათანადოდ იმსჯელა და დაადასტურა მათი გადაწყვეტილებები.
ყველამ იცის, რომ საქართველოში ლამის არც ერთი პროცესი არ ჯდება კონვენციის მე6 მუხლის (სამართლიანი სასამართლო) მოთხოვნებში, და ევროსასამართლომ გვითხრა, რომ ეს ყველაზე მძიმე და მტავრობისთვის ყველაზე მნიშვნეოვანი პროცესი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, ყველა პუნქტით იყო ყველა მაღალი მოთხოვნის შესაბამისი. ამითი სასამართლომ ბოლომდე გააპრავა ანტიადამიანური მურუსიძის სასამართლო, რომლის მიმართ ნდობა, ბოლო კვლევენით, ისტორიულ მინიმუმზეა.
ქვემოთ მომყავს სასამართლოს მიერ ღიად გაყალბებული ფაქტი. ასეთი კიდევ ბევრია - სასამართლომ, გადაწყვეტილების თანახმად, ბევრ შემთხვევაში არც კი იცის, რომელი მოსარჩელე რას ითხოვს. მოცემული ფაქტი გაუგებარია საიდან მოვიდა. საქმეში ეს არ არსებობს და ერთადერთი წყარო, ზუსტად იგივე ტექსტით, არის ქოცების მიერ შექმნილი ჩემი ვიკიპედიის ფეიკ გვერდი. საჯარო დოკუმენტში ჩემი პატივისა და ღირსების შელახვას რომ თავი დავანებოთ, ამაზე კითხვის ნიშანი შეუძლებელია არ დაისვას.
საბოლოოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სასამართლოს არც კი წაუკითხავს მოსარჩელეების პოზიცია, ან მეორე - ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომელიც არ წაუკითხავს. რომელი უკეთესია, თავად გადაწყვიტეთ.
ჰოდა, ზუსტად ამ მიზანმიმართული მიკერძოების კასკადის გამო; იმის გამო, რომ გასაჩივრების ყველა ხვრელი სრულიად შეგნებულად ამოქოლილია; იმის გამო, რომ ასეთი სუსტი და ყალბი ან მცდარი ფაქტებით (ინტერპრეტაციებზე აღარ ვამბობ) სავსეა ეს გადაწყვეტილება, თავად სასამართლომ გააჩინა ძალიან მავნე სივრცე ყოველგვარი კონსპირაციისთვის. თავად სასამართლომ გააჩინა უმძიმესი კითხვის ნიშნები და დააზიანა დასავლური ინსტიტუციის იმიჯი, და გვიწევს აღიარება, მძიმედ დაარტყა ქვეყანაში დასავლურ ფასეულობებს და დასავლური ფლანგის პოზიციონირებას.
და თავად სასამართლო გასცემს ალბათ პასუხს შეკითხვაზე, რა მოხდა რ2ის საქმეში: ან სექციაში ექვსი სტერილურად არაოკმპეტენტური ადამიანი იჯდა (მალტელმა გაეტანომ, სწორედ იმ ლეგენდარულმა მორიგმა მოსამართლემ, განსხვავებულ აზრში პირველივე ინსტანციიდან გააუქმა საქმე, რადგან ურთმელიძე მიკერძოებულად ჩათვალა), ან ბევრად უარესი.
ფაქტია, პასუხი გვჭირდება. არასაჭირო და ზიანისმომტანი სივრცე კონსპირაციებისთვის ისევ სასამართლომ უნდა ამოავსოს“, - წერს გვარამია.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა