ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია უკრაინის რადას არჩევნებში ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 10:55 | 22.07.2019
ნანახია: 734

უმაღლესი რადას არჩევნებში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ საარჩევნო ოქმების 30,9 პორცენტის დათვლის შედმეგ 42,12 პროცენტით ლიდერობს.

მეორე ადგილზეა იური ბოიკოს პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, მას 12,69 პროცენტი აქვს, მესამე პოზიციაზეა ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ 8,7 პროცენტით, ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ 8,2 პროცენტით მეოთხე ადგილზეა, მეხუთეზე კ სვიატოსლავ ვაკარჩუკის „ხმა“ - 6,41 პროცენტით.

უკრაინაში რიგგარეშე არჩევნები კვირას, 21 ივლისს გაიმართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე