„მონა იზაურას“ ბრაზილიის ხელისუფლება პოლიტიკურად დევნის

საქართველო, თბილისი - 15:02 | 19.07.2019
ნანახია: 899

62 წლის ბრაზილიელი მსახიობი ლუსელია სანტოსი, რომელიც ქართველი მაყურებლებისთვის ცნობილი გახდა, სერიალ „მონა იზაურაში“ მთავარი როლის შესრულების შემდეგ, საცხოვრებლად პორტუგალიაში გადავიდა.ამის მიზეზი კი ბრაზილიის ხელისუფლებასთან დაპირისპირება გხად. ბოლო პერიოდში მსახიობს ტელეკომპანიები გადაღებებში აღარ იწვევნ, კინოასოციაციებმა კი, რომელთა წევრიც ლუსელია იყო, ის პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.

როგორც სანტოსმა პორტუგალიურ მედიას უთხრა, ბრაზილია ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელ პერიოდს გადის. „ვხედავთ სრულ რეგრესს, თითქოს საათის ისრებმა საპირისპირო მხარეს დაიწყეს მოძრაობა.

ქვეყანა სამხედრო ჩექმის ქვეშ იმყოფება. ეს რთული ასახსნელია. თითქოს ყოველ დილით იღვიძებ ღამის კოშმარის შემდეგ, თუმცა სინამდვიელში ამ კოშმარში ვცხოვრობთ. ყოველ დღეს უფრო და უფრო უარეს ცნობებს ვისმენთ. ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი სასამართლო  პატივს არ სცემს კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტები შიგნიდან იშლება. მსახიობთა საზოგადებაც კი ორ ბანაკად არის გაყოფილი პოლიტიკური მოსაზრებების გამო“, - განაცხადა ლუსელიამ.

ცნობილია, როკ ლუსელია გულმხურვალე მხარდამჭერია ბრაზილიის ყოფილი პრზეიდენტის ლულა და სილვასი, რომელსაც კორუფციის ბრალდებირტ 12-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე