არსებობს ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი 2“-ში - გიორგი გუგავა

საქართველო, თბილისი - 12:35 | 19.07.2019
ნანახია: 2463

არსებობს ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი 2“-ში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

როგორც გუგავა აღნიშნავს, სტრასბურგის სასამართლო კოლეგიაში, რომელიც განიხილავდა „რუსთავი 2“-ის საქმეს, ერთ-ერთი მოსამართლე იყო აზერბაიჯანიდან და ის აქტიურობდა იმ შინაარსის გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიიღო.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება საქმეში, კერძოდ სტრასბურგის სასამართლო კოლეგიაში, რომელიც განიხილავდა „რუსთავის“ საქმეს, ერთ-ერთი მოსამართლე იყო აზერბაიჯანიდან, როგორც სარწმუნო ინფორმაცია არსებობს, სწორედ ის აქტიურობდა ამ შინაარსის გადაწყვეტილების მიღებაში. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი-2-ში“, – წერს გიორგი გუგავა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე