საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების თემა დახურულია - გრიგორი კარასინი

საქართველო, თბილისი - 12:17 | 19.07.2019
ნანახია: 927

რუსი კანონმდებლები განიხილავდნენ რუსეთში საქართველოდან ზოგიერთი სახის პროდუქტის შეტანის შესაძლო აკრძალვის საკითხებს ივნისის ბოლოს, თუმცა დღეს თემა საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების შესახებ დახურულია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთში, „რომელიც თვითონ არის მრავალწლიანი სანქციების ზეწოლის ქვეშ, ცდილობენ უკიდურესი სიფრთხილით მიუდგენენ მსგავსი შეზღუდვების დაწესებას სხვა ქვეყნების მიმართ“.

 „საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში სახელმწიფო დუმაში განიხილებოდა რუსეთში ქართული ღვინისა და წყლის შემოტანის აკრძალვის საკითხი. თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ჩვენი ინტერესების გათვალისწინებითა და “ქართველი ხალხისადმი პატივისცემის ნიშნად“  ამ სანქციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამგვარად საქართველოს მიმართ სანქციების თემა დღეს დახურულია,“ - განაცხადა კარასინმა.

„რაც შეეხება მანამდე ძალაში შესულ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც 8 ივლისიდან საქარველოსთან ავიამიმოსვლას კრძალავს, ის დროებით ხასიათს ატარებს. მისი გაუქმების პირობები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული: საქართველოში ვითარების სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი მოქალაქეებისთვის რაიმე საფრთხის გაქრობა“, - განაცხადა კარასინმა და აღნიშნა, რომ რუსეთი თავის მხრივ საქართველოსთან კვლავ  ურთიერთობის ნორმალიზაციის მომხრეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე