მოსკოვში დააკავეს აქტივისტი, რომელსაც ცარიელი ტრანსპარანტი ეჭირა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 19.07.2019
ნანახია: 703

მოსკოვში პოლიციელებმა დააკავეს, აქტივისტი მაქსიმ კონდრატიევი, რომელიც წითელ მოედანზე სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების დასაცავად მარტო გამოვიდა. მას ხელში ცარიელი პლაკატი ეჭირა.

 „მე მათ ვუთხარი, რომ უბრალოდ ვდგავარ ცარიელი ფურცლით, რაიმე მოწოდების გარეშე,“ - აღნიშნა კონდრატიევმა. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ოქმის შედეგენის გარეშე გაათავისუფლეს. კონდრატიევის თქმით, პოლიციელებმა არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე