NDI: 53% მიიჩნევს, რუსთავი 2-ის საქმე არის უმთავრესად პოლიტიკურად მოტივირებული

საქართველო, თბილისი - 11:21 | 21.12.2015
ნანახია: 1570

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 53% მიიჩნევს, რომ რუსთავი ორის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა არის უმთავრესად პოლიტიკურად მოტივირებული და ემსახურება მედიის თავისუფლების შეზღუდვას. გამოკითხულთა 13% ამ მოსაზრებას არც "ეთანხმება" და არც "არ ეთანხმება". კვლევაში მონაწილეთა 12% არ ეთანხმება, ხოლო 11%-მა არ იცის.

ამასთან, NDI-ის ცნობით, რესპონდენტების 15% ეთანხმება იმ მოსაზრებასაც, რომ საქმე უმთავრესად პოლიტიკურია და იმასაც, რომ საქმე უმთავრესად მოტივირებულია მხარეთა შორის დაპირისპირებით.

გარდა ამისა, ქართული ოცნების შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ რესპონდენტთა 30% ფიქრობს, რომ რუსთავი 2-ის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ენმ-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომთა - 82%, ხოლო ირაკლი ალასანიას პარტიის მომხრეთა - 77%.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე