დღეს ამ გადაწყვეტილებით რაიმე გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება - აკაკი ზოიძე

საქართველო, თბილისი - 13:39 | 18.07.2019
ნანახია: 783

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით რაიმე გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება, - ამის შესახებ აკაკი ზოიძემ „რუთავი 2“-ის საქმეზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლებს შეუძლიათ იგივე ახალი ტელევიზიის მეშვეობით გააკეთონ.

„უხერხულია როდესაც ვიმსჯელებთ იმაზე, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებით რაიმე გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა. მით უმეტეს თქვენი შეიძლება ასევე ახალი ტელევიზიის მეშვეობითაც გააკეთოთ იგივე. დღეს ახალი ტელევიზიის გახსნას არაფერი წინააღმდეგობა  არ აქვს. ეს იყო ქონებრივი დავა, რომელსაც არაფერი გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მას სურს რომ "რუსთავი 2" კრიტიკული დარჩეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე