მოსკოვი დაინტერესებულია თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზებით - გრიგორი კარასინი

საქართველო, თბილისი - 12:24 | 18.07.2019
ნანახია: 723

რუსეთი ისევ განიხილავს საქართველოს მოქალქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას. ამის შესახებ „იზვესტიას“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია თბილისთან ურთიერთოიბის ნორმალიზებით და მზად არის ხელიუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარკებებისთვის, თუ ამას ქართული მხარე მოისურვებს.

 „საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკური თვალთახედვის არეშია. ვფიქრობ, რომ თბილისის რეალურმა ნაბიჯებმა, რომელიც მიმართული იქნება ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ, შესაძლოა ის ორმხრივი დღის წერიგში დააბრუნოს“, - განაცხადა კარასინმა.

მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ავიამიმოსვლის აღსადგენად სამ პირობას შეასრულებს.

 „პირობები მკაფიოდ არის განსაზღვრული: საქართველოში ვითარების სტაბულურობა, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ საფრთხის გაქრობა, ეს სრულად საფუძვლიანი და ადეკვატური რეაქციია,“- აღნიშნა კარასინმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე