იაპონიაში ანიმეს სტუდიაში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 11:17 | 18.07.2019
ნანახია: 945

იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმეს სტუდიაში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 36 ადამიანი.

ხანძარი სამსართულიან შენობაში გაჩნდა. პოლიცია ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიას განიხილავს.

როგორც მედიას თვითმხილველებმა უთრეს, ხანძრის გაჩენამდე აფეთქებების ხმა ისმოდა. არსებობს ასევე ინფორმაცია, რომ 41 წლის მამაკაცმა შენობაში აალებადი სითხე, სავარაუდოდ ბენზინი შეასხა. მამაკაცი სხვა დაშავებულებთან ერთად საავადმყოფოშია გადაყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე