FaceApp-ი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის - ამერიკელი სენატორი

საქართველო, თბილისი - 11:06 | 18.07.2019
ნანახია: 757

ამერიკელი სენატორი ჩაკ შუმერი გამოძიების ფედერალურ ბიუროს წერილობით მიმართავს, სადაც აღნიშნავს, რომ რუსეთში შექმნილი ფოტოაპლიკაცია FaceApp-ი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და  ამასთან დაკავშირებით ზომების მიღებას სთხოვს.

 „FaceApp-ი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა შეცვალოს მომხმარებელთა ფოტოები და გახადოს ისინი უფროსი ასაკის ან საპირისპირო სქესის. თუმცა იმისთვის, რომ აპლიკაცია გამოიყენონ, მომხმარებლებმა კომპანიას მის პირად ფოტოსურათებთან და მონაცემებთან წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცეს“, - ნათქვამია შუმერის წერილში, რომელიც მან მიკრობლოგ Twitter-ში გამოაქვეყნა.

სენატორის თქმით, ნებისმიე ფოტო, შესაძლოა, მომავალში გამოიყენონ მომხმარებლის თანხმობის გარეშე. მისი განცხადებით, FaceApp-მა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მილიონობით ამერიკელი მოქალაქის ეროვნულ უსფრთხოებასა და მონაცემების კონფიდენციალურობას.

შუმერი გამოძიების ფედერალურ ბიუროს სთხოვს, გაარკვიოს რა ფორმით არის შესაძლებელი მოხვდეს რუსეთის ხელისუფლების ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ხელში მილიონობით ამერიკელის პერსონალური ინფორმაცია, რომლებმაც FaceApp-ი ჩამოტვირთეს.

ფოტოაპლიკაცია FaceApp-ი, რომელიც რუსულმა კომპანია Wireless Lab-მა შექმნა, ნეირონული ტექნოლოგიების დახმარებით ფოტოების რედაქტირებას ახდენს, უცვლის ადამიანის გამოსახულებას ვარცხნილობას, სქესს, ასაკს, უმატებს მაკიაჟს და სვირინგებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე