თავდასხმა მოხდა ერაყში რესტორანზე, სადაც თურქი დიპლომატები იმყოფებოდნენ, - დაიღუპა 2 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 16:24 | 17.07.2019
ნანახია: 853

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, ერაყის ქალაქ ერბილში რესტორანზე, სადაც თურქეთის საკონსულოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, გავრცელებული ცნობით, დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი, ერთი კი დაშავდა.

ჯერჯერობით, უცნობია დაღუპლთა შორის არიან თუ არა თურქი დიპლომატები. თურქეთის საგარეო უწყებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე