გერმანიის თავდაცვის მინისტრად ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 14:32 | 17.07.2019
ნანახია: 652

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ქვეყნის თავდაცვის მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა. მან ამ პოსტზე ურსულა ფონ დერ ლიაიენი შეცვალა, რომელიც გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს.

კრამპ-კარენბაუერს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ ეკავა, რაც კანცლერი ანგელა მერკელი ამ თანმდებობიდან გადადგა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე