კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ტრამპის რასისტულ გამონათქვამებს გმობს

საქართველო, თბილისი - 11:35 | 17.07.2019
ნანახია: 662

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კონგერსმენების მიმართ დონალდ ტრამპის რასისტულ გამონათქვამებს გმობს.

რეზოლუციას მხარი 240-მა დეპუტატმა დაუჭირა, 187-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

 „წარმომადგენელთა პალატა სასტიკად გმობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამონათქვამებს, რომელმაც დააკანონა და გაამყარა სიძულვილი და შიში ახალი ამერიკელებისა და ფერადკანიანების მიმართ“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ტრამპმა თავის მხრივ, შეაქო თანაპარტიელები, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

 „შესანიშნავია, იმის ნახვა, თუ როგორ გაერთიანდა რესპუბლიკური პარტია დღევანდელ კენჭისყრაზე იმ განხცადების გამო, რომელიც ოთხ კონგრესმენ ქალზე გავაკეთე... მაგარია! - დაწერა ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ში.

შეგასსნებთ, ამერიკის ლიდერმა Twitter-ში დაწერა, რომ „პროგრესული“ ქალი დემოკრატები, რომლებიც ჩამოვიდნენ იმ ქვეყნებიდან, რომელთა ხელისფლებებიც წარმოადგენენ სრულ კატასტროფას, ყველაზე საშინელ კორუმპირებულ და უუნაროს მთელს მსოფლიოში, დღეს ხმამაღლა ასწავლიან ამერიკელებს - დედამიწაზე ყველაზე დიად და ძლიერ ერს, როგორ უნდა მართონ ქვეყანა“. რის  შემდეგაც დემოკრატიული პარტიის წევრებმა ტრამპს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს.

ტრამპს თავის მიმართვაში არ დაუზუსტებია ვისი მისამართით იყო მისი გამონათქვამები, თუმცა ამ გამონათქვამებზე მძაფრი რეაგირება მოახდინეს კონგრესმენებმა ალექსანდრია ოკაზიო-კორტესმა, რაშიდა თლაიბმა და ილჰან ომარმა. მათ განაცხადეს, რომ ქვეყანა, სადაც ისინი ჩავიდნენ და რომელსაც ერთგულება შეჰფიცეს, ამერიკის შეერთებული შტატებია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე