დროა, საქართველოსადმი სენტიმენტალური დამოკიდებულება დავივიწყოთ - რუსი დეპუტატი

საქართველო, თბილისი - 12:58 | 16.07.2019
ნანახია: 1274

ქართული კულტურა რუსეთისთვის ძალიან ფასეულია, მაგრამ დროა ამ ქვეყნისადმი სენტიმენტალური დამოკიდებულება დავივიწყოთ. ამის შესახებ რუსეთის დუმის კულტურის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელენა იამპოლსკაიამ განაცხადა.

„ჩვენ, რუსები, რომლებიც რუსულ კულტურაში გავიზარდეთ, ძალიან მგრძნობიარეები და სენტიმენტალურები ვართ სილამაზის მიმართ. ჩემი აზრით, ის, რომ არ შეგვიძლია ურთიერთობების სამუდამოდ გაწყვეტა, უკავშირდება იმას, რომ ქართველები საოცრად ნიჭიერი ერია... გვგონია, რომ თუ საქართველოს ჩვენთან ურთიერთობის გაფუჭების შესაძლებლობას მივცემთ, ყველაფერს დავკარგავთ, რაც გვიყვარს - მრავალხმიანობიდან და საცივიდან დაწყებული, „მიმინომდე“, დანელიამდე, ტოვსტონოგოვამდე - დამთვარებული, რითიც გაჟღენთილები ვართ. ჩვენ უნდა ჩამოვშორდეთ ამ სენტიმენტალურობას, გავარჩიოთ ერთი მეორისგან“, - განაცხადა იამპოლსკაიამ.

მისი თქმით, ქართული კულტურის ეს ნაწილი სამუდამოდ დარჩება რუს ხალხთან, თუმცა აღნიშნავს, რომ ის მოვლენები, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, სრულ ინფანტილიზმზე მეტყველებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე