ანკარა გააგრძელებს ხმელთაშუა ზღვაში ნახშირწყალბადის მოპოვებას, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად

საქართველო, თბილისი - 10:39 | 16.07.2019
ნანახია: 684

ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება, რომ შეწყვისტოს ანკარასთან მაღალი რანგის დიალოგი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნახშირწყალბადის მოპოვებით სამუშაოებზე გავლენას ვერ იქონიებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, თურქეთი განაგრძობს თურქი კვიპროსელების უფლებებისთვის ბრძოლას და განავრცობს სხვადასხვა აქტივობებს ამ თვალსაზრისით.

თურქეთის საგარეო მინისტრის განცხადებით, ევროპის საბჭოს ეს გადაწყვეტილება არის მიკერძოებული და ზიანის მომტანი, რადგან კვიპროსელებსა და თურქ კვიპროსელებს ბუნებრივ რესურსებზე თანაბარი უფლებები გააჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირმა ანკარასთან ასოცირების საბჭოსა და სხვა მაღალი დონის შეხვედრები გააუქმა.

შეგახსენებთ, თურქეთი აწარმოებს ბურღვით სამუშაოებს კვიპროსის ტერიტორიული წყლების დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. რითაც იგი არღვევს, როგორც კვიპროსის სუვერენიტეტს, ასევე საერთაშორისო სამართალს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე