ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში უქმე დღედ გამოცხადდეს - მეუფე გერასიმე

საქართველო, თბილისი - 15:25 | 15.07.2019
ნანახია: 764

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს, მეუფე გერასიმეს სურს, "ვლაქერნობის" დღესასწაული ზუგდიდში უქმე დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ზუგდიდში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ვლაქერნობა ორშაბათს, სამუშაო დღეს დაემთხვა, ბევრმა ვერ შეძლო წირვაზე დასწრება.

„მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში", - განაცხადა მეუფე გერასიმემ.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია 15 ივლისს ვლაქერნობა-ღვთისმშობლის კვართის დადების დღეს აღნიშნავს. დღესასწაული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით 1990 წლიდან აღდგა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე