ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სირიაში ე.წ. საელჩოს გახსნას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 14:24 | 15.07.2019
ნანახია: 1152

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სირიაში ე.წ. საელჩოს გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს წარმომადგენლობას სხვა ქვეყნებში, აღვნიშნავ, რომ სამხრეთ ოსეთს აქვს საელჩოები რუსეთში, ნიკარაგუაში, ვენესუელასა და აფხაზეთში, მიმდინარეობს სამზადისი დამასკოში დიპლომატიური მისიის გახსნაზე“, - განუცხადა მედოევმა  „რია ნოვოსტის“. მან ასევე ისაუბრა „წარმომადგენლობის“ გახსნის შესაძლებლობაზე თურქეთში, ბრაზილიასა და იტალიაშიც. „ასევე ვითარდება ეს მიმართულებაც და ჩვენთვის წარმოადგენს გარკვეულ ინტერესს“, - აღნიშნა ოსი სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე