შეკვეთილში შიმშილობის აქცია შეწყდა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 15.07.2019
ნანახია: 1047

 შეკვეთილში შიმშილობის აქცია შეწყდა, თუმცა საპროტესტო აქციები გაგრძელდება, –ინფორმაციას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, შიმშილობა ექიმების დაჟინებული მოთხოვნით შეწყვიტეს.

„ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, შიმშილობის აქცია შევწყვიტეთ. ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოგვიხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა აქციებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას“, – განუცხადეს მათ ჟურნალისტებს.

მათივე თქმით, საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში მანამდე გაგრძელდება, ვიდრე შს მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან არ გადაგება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე