"არა ოკუპაციას", "გახარია წადი" - მამუკა ბახტაძეს ვარიანში პროტესტით დახვდნენ

საქართველო, თბილისი - 12:13 | 15.07.2019
ნანახია: 947

ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში ღონისძიება, რომელში პრემიერი მონაწილეობდა, საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. 

აქციის მონაწილეები პრემიერს ტრანსფრანატებით დახვდნენ და 20 ივნისის ღამის გამო პროტესტს ახვეული თვალით გამოხატავდნენ.

ისინი საქართველოს პრემიერს, შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადაყენებასა და ყველა იმ პირის დასჯას სთხოვენ, ვინც 20 ივნისის სისხლიან დარბევაში მონაწილეობა მიიღო.

აქციის მონაწილეებმა სახლ-მუზეუმთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. 

 „ღამის კოშმარად მოველანდებით მმართველ ძალას“ - ამბობენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, სანამ შს მინისტრი არ გადადგება არ აპირებენ აქციების შეწყვეტას.

„პრემიერმა ისიც ვერ გაბედა, რომ ცალთვალში მაინც შემოეხედა. სამარცხვინოა და არ იმსახურებს, რომ ქართველ ერს წინ მიუძღოდეს“- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე