20 ივნისის ღამე მოქალაქეებმა მიუნხენში, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას გააპროტესტეს

საქართველო, თბილისი - 11:41 | 15.07.2019
ნანახია: 1172

20 ივნისის ღამე საქართველოს მოქალაქეებმა მიუნხენში, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას გააპროტესტეს.

მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა, თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა და გიორგი ხიმშიაშვილმა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლა გააპროტესტეს და მარჯვენა თვალზე ხელი აიფარეს.

"არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოალაქეებს აზიანებს. ჩვენ გვსურს ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს. სხვა ყველაფერზე შეიძლება კამათი.

სოლიდარობა ყველას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს!", - წერს მირიან გამრეკელაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფება მიუნხენში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე