საბერძნეთის ახალმა ხელისუფლებამ ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად აღიარა

საქართველო, თბილისი - 13:11 | 12.07.2019
ნანახია: 884

საბერძნეთის ხელისუფლებამ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

საბერძნეთის ხელისუფლებაში 7 ივლისის ვადამდელი არჩევნების შედეგად კონსერვატიული პარტია „ახალი დემოკრატია“ მოვიდა. წინა ხელისუფლება, ალექსის ციპრასის მეთაურობით, ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს აღიარებდა.

ხუან გუაიდომ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად თავი 23 იანვარს გამოაცხადა. მისი ლეგიტიმურობა აშშ-სა და ევროკავშირთან ერთად მსოფლიოს უამრავმა ქვეყანამ აღიარა, მათ შორის საქართველომაც.

ნიკოლას მადუროს მხარს უჭერს რუსეთი, თურქეთი, მექსიკა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე