არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტზე, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყრელი ნაწილები - ელიზაბეთ რუდი

საქართველო, თბილისი - 11:44 | 12.07.2019
ნანახია: 869

" არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტზე, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყრელი ნაწილები", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის ინტერპრეტირების კომენტირებისას.

"ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, ისტორიკოსებმა გვასწავლონ საქართველოს ისტორია, მიმაჩნია რომ არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტზე, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყრელი ნაწილები ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში. ასევე გავიმეორებდი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული ერთიანობისათვის", - თქვა ელიზაბეთ რუდმა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდა ბათუმში, საქართველოს ევროპული გზის 16-ე ყოველწლიურ კონფერენციას.

"ჩვენ ვულოცავთ საქართველოს ყოველწლიური კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" ჩატარების მეთექვსმეტე წელს, რაც ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, აღვნიშნოთ ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მეათე წლისთავი და ის ყველაფერი, რასაც საქართველომ მიაღწია: ევროკავშირთან შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ და ვიზა ლიბერალიზაცია შენგენის ზონის ქვეყნებში. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ამას ყველაფერს, რადგან საქართველოს ევროკავშირთან მეტად ინტეგრირება ასევე გახდის მას შეერთებული შტატების უფრო ძლიერ პარტნიორად", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე