რას ჩურჩულებდა ანგელა მერკელი, როდესაც ფინეთის პრემიერთან შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 11:26 | 12.07.2019
ნანახია: 1144

ჯუდით ჰარტერმა, რომელიც ტუჩებით მოძრაობის წაკითხვის სპეციალისტია, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ჩურჩული გაშიფრა, როდესაც ის ფინეთის პრემიერთან შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ ჰატრერმა რადიოსადგურ Antenne Bayern-ს უამბო.

გერმანიის კანცლერმა თავი შეუძლოდ იგრძნო ფინეთის პრემიერ მინისტრთან ანტი რინესთან შეხვედრისას. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მერკელი და რინე ქვეყნების ჰიმნებს ისმენდნენ. მოულოდნელად მერკელმა კანკალი დაიწყო.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ კანცლერი რაღაცას ჩურჩულებდა, ისე რომ ფინელ კოლეგას არ უყურებდა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მერკელი იმეორებდა ფრაზას „მე ამას გავუძლებ“.

ანგელა მერკელი ოფიციალური შეხვედრის დროს შეუძლოდ უკვე მესამედ გახდა. პირველად მას ასეთი კანკალი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს დაეწყო, შემდეგ კი იგივე გერმანიის პრეზიდენტთან შტაინმაიერთან დაემართა. 

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ანგელა მერკლი დანიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ოფიციალურ შევხედრაზე ჰიმნების გაჟღერების დროს სკამიდან არ ამდგარა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე