Air Canada-ს თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა - დაშავდა 37 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:05 | 12.07.2019
ნანახია: 620

სულ მცირე 37 ადამიანი დაშავდა Air Canada-ს რეისზე, რომელიც ტურბულენტურ ზონაში მოხვდა.

თვითმფრინავზე, რომელიც კანადის ქალაქ ვანკუვერიდან სიდნეიში მიფრინავდა, 284 ადამიანი იმყოფებოდა.

ბორტმა ავარიული დაშვება ჰავაიზე განახორციელა.

30 ადამიანი ჰონოლულუს საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ცხრას შედარებით მძიმე დაზიანებები ჰქონდა.

სხვა მგზავრები სასტუმროებში გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე