პარიზში ალჟირელებმა არეულობები მოაწყვეს - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 12.07.2019
ნანახია: 643

პარიზის ცენტრში ალჟირელებმა არეულობები მოაწყვეს.

რამდენიმე ათასი ადამიანი ელისეის მინდვრებზე კოტ-დიუვარის წინააღმდეგ ალჟირის ფეხბურთის ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავად შეიკრიბნენ.

უწესრიგობები შუაღამისას დაიწყო, როდესაც ალჟირელმა გულშემატკივრებმა მაღაზიის ვიტრინების ჩამსხვრევა დაიწყეს. კერძოდ, მათ გაძარცვეს მოტოციკლების მაღაზია და იქიდან მოტოციკლები, ჩაფხუტები და ხელთათმანები გაიტაცეს.

ადგიზლე პოლიციელები მივიდნენ, რომლებმაც შეკრებილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე